რატომ ესპანეთი? მართლა
არ ვიცი რატომ მიყვარს ეს ქვეყანა, მითუმეტეს იქ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი და არც რომელიმე
ესპანელს ვიცნობ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ის ჩემი ოცნების
ქვეყანაა და ყოველდღე ვოცნებობ იქ წასვლაზე. ვეცადე, ეს ქვეყანა ისეთად დამენახებინა
თქვენთვის, როგორსაც მე ვხედავ. ვფიქრობ, ესპანეთს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მუზეუმი
ღია ცის ქვეშ, ევროპის ეს შესანიშნავი ქვეყანა ყოველნაირად აღმაფრთოვანებელია თავისი
ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობით, საოცარი არქიტექტურით, ტრადიციებით...
ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ დარწმუნებული ვარ, შთაბეჭდილებების ქვეშ დიდხანს იქნებით.
იმედია, ჩემი ჩანაწერები ესპანეთზე თქვენთვის საინტერესო იქნება და იმ ადამიანებს, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მოგზაურობას
და ჯერაც არ გადაუწყვეტიათ სად უნდა წავიდნენ, ვურჩევ მათ ესპანეთი ახლოს გაიცნონ J
ესპანეთი
Saturday, February 2, 2013
დროშა და ჰიმნი
ესპანეთის
სახელმწიფო დროშა - (ესპ.Bandera
de Espana) - ესპანეთის სამეფოს ოფიციალური კონსტიტუციური სიმბოლო შედგება სამი ჰორიზონტალური
ხაზისგან. ქვემო და ზემო ხაზები წითელი ფერისაა, ხოლო ცენტრალური ხაზი ყვითელი. დროშის
მარცხენა ნაწილში განლაგებულია ესპანეთის სახელმწიფო გერბი. ესპანეთის თანამედროვე
დროშა არსებობს 1785 წლიდან, როდესაც კარლოს
III-ე ბურბონმა უბრძანა ესპანეთის სამხედრო ხომალდებს გამოეყენებინათ ნიშნები, რომელთა
მეშვეობით მოხდებოდა მათი განსხვავება სხვა ქვეყნების ხომალდებისგან. სწორედ ამდროიდან
წითელი და ყვითელი ითვლება ესპანეთის ეროვნულ ფრად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად
მიღებულნი იქნენ მხოლოდ 1927 წელს. 1931 წელს ესპანეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკა გამოცხადდა,
რომელმაც დროშა შეცვალა. 1936 წელს, გენერალ ფრანკოს სამხედრო გადატრიალების შედეგად
ესპანეთში აღდგა წითელ-ყვითელი დროშა. დროშა გერბის თანამედროვე ვარიანტით ოფიციალურად
გახდა ესპანეტის სიმბოლო 1981 წლის 19 დეკემბერს.
ესპანეთის ჰიმნი - La Marchal Real („სამეფო მარში“)- ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ჰიმნი.
1770 წელს მეფე კარლოს III-ემ გამოაცხადა Marcha Granada ესპანეთის ოფიციალურ სიმღერად.
იქიდან გამომდინარე, რომ მას უკრავდნენ ძირითადად სამეფო ოჯახის გამოჩენისას, მას მალე
ახალი სახელი- სამეფო მარსი შეარქვეს. ესპანეთის მეორე რესპუბლიკის (1931-1939) დროს
El Himno de Riego-მ შეცვალა სამეფო მარში. ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ დიქტატორმა
ფრანკომ აღადგინა ესპანეთის ჰიმნი ძველი სახელით. ესპანეთის ჰიმნი მსოფლიოში უძველესია,
უცნობია როგორც მისი კომპოზიტორის სახელი, ასევე მისი ავტორის.
არქიტექტურა
არქიტექტურა
: კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა, ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი
სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები,
სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი.
ღირსშესანიშნაობები
ესპანეთი- სრული კონტრასტებისა და შთაბეჭდილებების
ქვეყანაა. მდიდარი თავისი ისტორიული საიდუმლოებებით და უძველესი ტრადიციებით. ბარსელონაში- ეწვევით გუელის პარკს, პასეო დე გრასიას, საგრადა დე ფამილიას, მონჯუიკის
მთას. მეცნიერებისა და ხელოვნების უძველეს
ქალაქ ვალენსიაში დაათვალიერებთ კათედრალურ ტაძარს. მადრიდში თქვენ გაისეირნებთ პუერტა
დელ სოლის მოედანზე, ასევე Plaza Espania-ზე, დაათვალიერებთ ძველ ქალაქს, სამეფო სასახლეს, ალმუდენას
ტაძარს, მუზეუმ პრადოს. საყოველთაოდ ცნობილი ტოლედოს ფოლადის მაღაზია-ფაბრიკის მონახულება
უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქვე იხილავთ სან-ტომეს სამლოცველოს და კათედრალურ
ტაძარს. სარაგოსაში ეწვევით ქალწულ პილარის ტაძარს. ფიგეიროსში მოინახულებთ სალვადორ
დალის თეატრ-მუზეუმს. უძველეს ქალაქ ჯირონაში დაათვალიერებთ ებრაელთა კვარტალს, სან
ფელიუს ეკლესიას.
ტრადიციები
ქრისტესშობა- უდიდესი დღესასწაულია მთელ ქრისტიანულ
სამყაროში. ბევრ ქვეყანას
და მათ შორის ესპანეთს ქრისტეშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია.
შობას ესპანეთში ძალიან მხიარულად აღნიშნავენ. 25 დეკემბერს მადრიდის, ბარსელონასა
და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გავსებულია მოსეირნე ხალხით.ადამიანები ეროვნულ
სამოსს იცმევენ და მღერიან. საშობაო მესსის (წირვის) დაწყებამდე ტაძრის შესასვლელთან
ტრადიციულად უამრავი ხალხი იკრიბება. ადამიანები ერთმანეთს ჩაკიდებენ ხელს და ყველანი
ერთად ცეკვავენ. თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად სთვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის
გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს საშობაო საჩუქრის გაკეთებას. „ჩუქების სურვილი
(სული)“ - უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მთელ ქვეყანაში
გრანდიოზული საშობაო ბაზრობები იმართება. 23-24 დეკემბერს ტრადიციულად ტარდება საშობაო
ლატარეა El
Gordo, რომელიც 1818 წლიდანაა ცნობილი (მაშინ 17 ათასი ბილეთი
გაიყიდა და პრემია 50 000 პისეტს შეადგენდა). 1996 წელს საოცნებო ბილეთი 30 მილიონმა
ადამიანმა შეიძინა. 2003 წელს კი ჯეკ- პოტმა-300 მილიონ ევროს მიაღწია. ესპანელებისთვის
საშობაო დღესასწაულების მთავარ დღეს- 6 იანვარი, ანუ სამი მოგვის დღესასწაული, ხოლო
მთავარ კერძს (ჩვენი გოზინაყივით)- თაფლიანი ნიგოზი წარმოადგენს.
ესპანეთის ყველა რეგიონს საშობაო სუფრის საკუთარი მენიუ
გააჩნია. სამხრეთში- მრავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ინდაურია, ცენტრალურ ნაწილში-
გოჭი ან ბატკანია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში- ძირითადად გველთევზაა.
ახალი
წლის ტრადიცია - ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები
იკრიბებიან კოცონთან და „კენჭს“ იყრიან. ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუთარ სახელებს,
შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცელს. ვის სახელსაც ამოიღებენ
ახალგაზრდები, იმასთან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.
სააღდგომო ტრადიცია - ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა, სადაც პატარა
ბიჭებს პალმის რტოები უჭირავთ, ხოლო გოგონები ტკბილეულით არიან მორთულნი. წესისამებრ,
მღვდელმსახური ამ ბავშვებს ლოცავს.
კულტურა
ფლამენკო
ფლამენკო (ესპანურად-Flamenco) არის ესპანური მუსიკისა
და ცეკვის ჯანრი, რომელიც წარმოიშვა ანდალუზიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანურ, ბოშურ
და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა
გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები
ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი
მოძრაობით.
კორიდა
Subscribe to:
Posts (Atom)