Saturday, February 2, 2013

ეკონომიკა


 
    ქვეყნის ეკონომიკის ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურეობის სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი.მრეწველობაში,ძირითადად უცხოური კაპიტალის დახმარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები,მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია .მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი,რაშიც წამყვანია მემცენარეობა.ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა.ზეთისხილის მოყვანით ესპანეთი პირველია მსოფლიოში.50 პროვინციიდან ზეთისხილი მოჰყავთ 34-ში.ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10% . ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს ბადალია არ ჰყავს მსოფლიოში.ესპანეთში ასევე განვითარებულია ეკონომიკის შემდეგი დარგები:საფეიქრო მრეწველობა, აგრობიზნესი, ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მანქანების წარმოება, მძიმე მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მანქანათმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვა.ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა,ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ$) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. 
  • ე.ე.პ. სტრუქტურა(%)- სოფლის მეურნეობა-3, მრეწველობა-33, მომსახურება-63
  • ე.ე.პ(1სულზე)-14.490$    
  • უდიდესიკოპმპანიები-მარჩეი,ფიერო,ურხიკო,გარიჩესო,რუის-მატეოსი. 
  • ექსპორტი-ავტომობილები, ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ქიმიკატები, ფოლადი.                                                    
  • ბიუჯეტი-105,000მლნ$.                                                                                                                                                                            
  • ვალუტა-ევრო(EUR); 2002 წლამდე ესპანური პესეტა.                                                                                                                                                                                                                                                       ტრანსპორტი                                                                                                                                         
    ესპანეთში ფართოდაა გავრცელებული საავტომობილო მაგისტრალების ქსელი, რომელიც დაახლოებით 340 ათასი კმ-ს შეადგენს,ამასთან, 7 ათასი კმ დიდი გამტარობის მქონე მაგისტრალებია.მაღალსიჩქარიანი გზების მეშვეობით უპრობლემოთ შეგიძლიათ გადაადგილდეთ პირინეის მთებიდან ანდალუზიამდე,როგორც ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ასევე მადრიდის გავლით, რომელიც ყველა სატრანსპორტო არტერიის მთავარ კვანძს წარმოადგენს. საერთაშორისო საავტობუსო მარშუტები მოსახერხებელი და ეფექტურია.არსებობს ავტობუსის მომსახურება, როგორც შორეულ ისე ახლო მარშუტებზე.ესპანეთის სარკინიგზო ხაზი გადაჭიმულია დაახლოებით 15 ათას კმ-ზე, რომლიდანაც  471 კმ შეადგენს სწრაფმავალ გზას მადრიდი-სევილია ( მოძრაობის სიჩქარე 250 კმ/სთ ) ,ასევე სწრაფი მატარებელი ტალგო ( 200 კმ/სთ ) დადის მარშუტებზე მადრიდი- მალაგა  და მადრიდი-კადისი.როგორც საავტომობილო ,სარკინიგზო ქსელი რადიალურად იტოტება, გადის მადრიდიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.მგზავრების გადაყვანა საზღვაო გზებით თანდათან მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს ისეთ პორტებში , როგორიცაა ალხესირას პორტი ( 3,8 მილიონი ადამიანი ), სეუტა ( 2,2 მილიონი ) სანტა კრუს დე ტენერიფე ( 2,6 მილიონი). ხმელთაშუაზღვის კომპანია „ტრანსმედიტერია“ რეგულარულად სრულებს მარშუტებს პირინეის ნახევარკუნძულიასა და აფრიკის ჩრთილოეთ ნაწილს შორის. საზღვაო ტრანსპორტში ჩართულია დაახლოებით 430 გემი. უცხოელი ტურისტების თითქმის მესაედი ესპანეთში სამოგზაუროდ ირჩევს საჰაერო ტრანსპორტს. ესპანეთის აეროპორტებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი მგზავრი მოძრაობს ( გადის). 42 აეროპორტიდან 34 ასრულებს რეგულარულ გადაზიდვებს.ყველაზე მსხვილია მადრიდის აეროპორტი. 2009   წელს ბარახას აეროპორტით დაახლოებით  32, 383, 191 მგზავრმა ისარგებლა.
                                                                ტურიზმი

 2008 წლის  მონაცემებით ესპანეთში  58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა.ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან,სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველეისი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ  პეიზაჟებს.ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟებმა კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.


No comments:

Post a Comment