თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან
დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა,
ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში
მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები,
ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. „მშრალი“ ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია
მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა
და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. „მშრალ“ ესპანეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია მარადმწვანე
ხმელთაშუა ზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად
ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლება მაღალი ბალახები. ესპანეთი
ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია
(ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირენეის
მთის თხები.
კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი,
მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა
ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი,
არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები (იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო). ქვეწარმავლებიდან
კუ, გველი, ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.
No comments:
Post a Comment