Saturday, February 2, 2013

დროშა და ჰიმნი


ესპანეთის სახელმწიფო დროშა - (ესპ.Bandera de Espana) - ესპანეთის სამეფოს ოფიციალური კონსტიტუციური სიმბოლო შედგება სამი ჰორიზონტალური ხაზისგან. ქვემო და ზემო ხაზები წითელი ფერისაა, ხოლო ცენტრალური ხაზი ყვითელი. დროშის მარცხენა ნაწილში განლაგებულია ესპანეთის სახელმწიფო გერბი. ესპანეთის თანამედროვე დროშა არსებობს  1785 წლიდან, როდესაც კარლოს III-ე ბურბონმა უბრძანა ესპანეთის სამხედრო ხომალდებს გამოეყენებინათ ნიშნები, რომელთა მეშვეობით მოხდებოდა მათი განსხვავება სხვა ქვეყნების ხომალდებისგან. სწორედ ამდროიდან წითელი და ყვითელი ითვლება ესპანეთის ეროვნულ ფრად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მიღებულნი იქნენ მხოლოდ 1927 წელს. 1931 წელს ესპანეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელმაც დროშა შეცვალა. 1936 წელს, გენერალ ფრანკოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ესპანეთში აღდგა წითელ-ყვითელი დროშა. დროშა გერბის თანამედროვე ვარიანტით ოფიციალურად გახდა ესპანეტის სიმბოლო 1981 წლის 19 დეკემბერს.




      ესპანეთის ჰიმნი - La Marchal Real („სამეფო მარში“)- ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ჰიმნი. 1770 წელს მეფე კარლოს III-ემ გამოაცხადა Marcha Granada ესპანეთის ოფიციალურ სიმღერად. იქიდან გამომდინარე, რომ მას უკრავდნენ ძირითადად სამეფო ოჯახის გამოჩენისას, მას მალე ახალი სახელი- სამეფო მარსი შეარქვეს. ესპანეთის მეორე რესპუბლიკის (1931-1939) დროს El Himno de Riego-მ შეცვალა სამეფო მარში. ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ დიქტატორმა ფრანკომ აღადგინა ესპანეთის ჰიმნი ძველი სახელით. ესპანეთის ჰიმნი მსოფლიოში უძველესია, უცნობია როგორც მისი კომპოზიტორის სახელი, ასევე მისი ავტორის.

No comments:

Post a Comment