ქრისტესშობა- უდიდესი დღესასწაულია მთელ ქრისტიანულ
სამყაროში. ბევრ ქვეყანას
და მათ შორის ესპანეთს ქრისტეშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია.
შობას ესპანეთში ძალიან მხიარულად აღნიშნავენ. 25 დეკემბერს მადრიდის, ბარსელონასა
და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გავსებულია მოსეირნე ხალხით.ადამიანები ეროვნულ
სამოსს იცმევენ და მღერიან. საშობაო მესსის (წირვის) დაწყებამდე ტაძრის შესასვლელთან
ტრადიციულად უამრავი ხალხი იკრიბება. ადამიანები ერთმანეთს ჩაკიდებენ ხელს და ყველანი
ერთად ცეკვავენ. თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად სთვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის
გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს საშობაო საჩუქრის გაკეთებას. „ჩუქების სურვილი
(სული)“ - უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მთელ ქვეყანაში
გრანდიოზული საშობაო ბაზრობები იმართება. 23-24 დეკემბერს ტრადიციულად ტარდება საშობაო
ლატარეა El
Gordo, რომელიც 1818 წლიდანაა ცნობილი (მაშინ 17 ათასი ბილეთი
გაიყიდა და პრემია 50 000 პისეტს შეადგენდა). 1996 წელს საოცნებო ბილეთი 30 მილიონმა
ადამიანმა შეიძინა. 2003 წელს კი ჯეკ- პოტმა-300 მილიონ ევროს მიაღწია. ესპანელებისთვის
საშობაო დღესასწაულების მთავარ დღეს- 6 იანვარი, ანუ სამი მოგვის დღესასწაული, ხოლო
მთავარ კერძს (ჩვენი გოზინაყივით)- თაფლიანი ნიგოზი წარმოადგენს.
ესპანეთის ყველა რეგიონს საშობაო სუფრის საკუთარი მენიუ
გააჩნია. სამხრეთში- მრავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ინდაურია, ცენტრალურ ნაწილში-
გოჭი ან ბატკანია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში- ძირითადად გველთევზაა.
ახალი
წლის ტრადიცია - ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები
იკრიბებიან კოცონთან და „კენჭს“ იყრიან. ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუთარ სახელებს,
შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცელს. ვის სახელსაც ამოიღებენ
ახალგაზრდები, იმასთან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.
სააღდგომო ტრადიცია - ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა, სადაც პატარა
ბიჭებს პალმის რტოები უჭირავთ, ხოლო გოგონები ტკბილეულით არიან მორთულნი. წესისამებრ,
მღვდელმსახური ამ ბავშვებს ლოცავს.
No comments:
Post a Comment