ესპანეთი დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის
ნახევარკუნძულის 84% უკავია. ჩრდილოეთით ესაძღვრება საფრანგეთსა და ანდორას, დასავლეთით
პორტუგალიას, სამხრეთით კი გიბრალტარის სრუტით გამოყოფილია აფრიკისგან. ესპანეთს ეკუთვნის
შემდეგი კუნძულები: ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვაში ბალეარის
კუნძულები. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა
მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით ( მაღ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით). ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში
ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული
კლიმატი ხასიათდება რბილი ხანმოკლე ზამთრით და მშრალი ცხელი ზაფხულით. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია. ესპანეთი შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი
ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90%-ს შეადგენს. ქვეყნის
1/2 მესეტის მთაგრეხილს უჭირავს. ტერიტორიის დარჩენილი 10% უკავია ანდალუზიის დაბლობს,
არაგონის დაბლობს და კიდევ რამდენიმე პატარა დაბლობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის
სანაპიროები მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით.
- ესპანეთის-ფართობი:-504.782-კვ.კმ.
- გეოგრაფიული რაიონები : ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი ( el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე.
- მთათა სისტემები : პირენეები, სიერა-მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები.
- უმაღლესი მწვერვალები (მ) : პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404;
- მთავარი მდინარეები (კმ) : ებრო 910; ტახო (ტეჯუ) 790 (სულ 1.007); გვადიანა 778; დუერო 700 (სულ 895); გვადალკვივირი 657;
- უდიდესი ტბა : ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური);
- მთ. კუნძულები (კვ.კმ) : კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034; ფუენტევენტურა 1.660; დიდი კანარი 1.560; ლანზაროტე 846; ლა-პალმა 708;) ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640).
-
ბუნებრივი რესურსები : ქვანახშირი; რკინის მადანი; ურანი; ვერცხლისწყალი; პირიტი; თაბაშირი; თუთია; ტყვია; ვოლფრამი; სპილენძი; ჰიდროენერგია; სასოფლო-სამეურნეო მიწები.
No comments:
Post a Comment