Saturday, February 2, 2013

დასკვნა


რატომ ესპანეთი? მართლა არ ვიცი რატომ მიყვარს ეს ქვეყანა, მითუმეტეს იქ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი და არც რომელიმე ესპანელს ვიცნობ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ის ჩემი ოცნების ქვეყანაა და ყოველდღე ვოცნებობ იქ წასვლაზე. ვეცადე, ეს ქვეყანა ისეთად დამენახებინა თქვენთვის, როგორსაც მე ვხედავ. ვფიქრობ, ესპანეთს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ევროპის ეს შესანიშნავი ქვეყანა ყოველნაირად აღმაფრთოვანებელია თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობით, საოცარი არქიტექტურით, ტრადიციებით... ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ დარწმუნებული ვარ, შთაბეჭდილებების ქვეშ დიდხანს იქნებით. იმედია, ჩემი ჩანაწერები ესპანეთზე თქვენთვის საინტერესო იქნება და  იმ ადამიანებს, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მოგზაურობას და ჯერაც არ გადაუწყვეტიათ სად უნდა წავიდნენ, ვურჩევ მათ ესპანეთი ახლოს გაიცნონ J




დროშა და ჰიმნი


ესპანეთის სახელმწიფო დროშა - (ესპ.Bandera de Espana) - ესპანეთის სამეფოს ოფიციალური კონსტიტუციური სიმბოლო შედგება სამი ჰორიზონტალური ხაზისგან. ქვემო და ზემო ხაზები წითელი ფერისაა, ხოლო ცენტრალური ხაზი ყვითელი. დროშის მარცხენა ნაწილში განლაგებულია ესპანეთის სახელმწიფო გერბი. ესპანეთის თანამედროვე დროშა არსებობს  1785 წლიდან, როდესაც კარლოს III-ე ბურბონმა უბრძანა ესპანეთის სამხედრო ხომალდებს გამოეყენებინათ ნიშნები, რომელთა მეშვეობით მოხდებოდა მათი განსხვავება სხვა ქვეყნების ხომალდებისგან. სწორედ ამდროიდან წითელი და ყვითელი ითვლება ესპანეთის ეროვნულ ფრად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მიღებულნი იქნენ მხოლოდ 1927 წელს. 1931 წელს ესპანეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელმაც დროშა შეცვალა. 1936 წელს, გენერალ ფრანკოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ესპანეთში აღდგა წითელ-ყვითელი დროშა. დროშა გერბის თანამედროვე ვარიანტით ოფიციალურად გახდა ესპანეტის სიმბოლო 1981 წლის 19 დეკემბერს.




      ესპანეთის ჰიმნი - La Marchal Real („სამეფო მარში“)- ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ჰიმნი. 1770 წელს მეფე კარლოს III-ემ გამოაცხადა Marcha Granada ესპანეთის ოფიციალურ სიმღერად. იქიდან გამომდინარე, რომ მას უკრავდნენ ძირითადად სამეფო ოჯახის გამოჩენისას, მას მალე ახალი სახელი- სამეფო მარსი შეარქვეს. ესპანეთის მეორე რესპუბლიკის (1931-1939) დროს El Himno de Riego-მ შეცვალა სამეფო მარში. ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ დიქტატორმა ფრანკომ აღადგინა ესპანეთის ჰიმნი ძველი სახელით. ესპანეთის ჰიმნი მსოფლიოში უძველესია, უცნობია როგორც მისი კომპოზიტორის სახელი, ასევე მისი ავტორის.

არქიტექტურა


     არქიტექტურა : კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა, ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები, სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი.

ღირსშესანიშნაობები


       ესპანეთი- სრული კონტრასტებისა და შთაბეჭდილებების ქვეყანაა. მდიდარი თავისი ისტორიული საიდუმლოებებით და უძველესი ტრადიციებით. ბარსელონაში- ეწვევით გუელის პარკს, პასეო დე გრასიას, საგრადა დე ფამილიას, მონჯუიკის მთას. მეცნიერებისა და ხელოვნების  უძველეს ქალაქ ვალენსიაში დაათვალიერებთ კათედრალურ ტაძარს. მადრიდში თქვენ გაისეირნებთ პუერტა დელ სოლის მოედანზე, ასევე Plaza Espania-ზე, დაათვალიერებთ ძველ ქალაქს, სამეფო სასახლეს, ალმუდენას ტაძარს, მუზეუმ პრადოს. საყოველთაოდ ცნობილი ტოლედოს ფოლადის მაღაზია-ფაბრიკის მონახულება უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქვე იხილავთ სან-ტომეს სამლოცველოს და კათედრალურ ტაძარს. სარაგოსაში ეწვევით ქალწულ პილარის ტაძარს. ფიგეიროსში მოინახულებთ სალვადორ დალის თეატრ-მუზეუმს. უძველეს ქალაქ ჯირონაში დაათვალიერებთ ებრაელთა კვარტალს, სან ფელიუს ეკლესიას.

ტრადიციები

    ქრისტესშობა- უდიდესი დღესასწაულია მთელ ქრისტიანულ სამყაროში. ბევრ                                         ქვეყანას და მათ შორის ესპანეთს ქრისტეშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია. შობას ესპანეთში ძალიან მხიარულად აღნიშნავენ. 25 დეკემბერს მადრიდის, ბარსელონასა და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გავსებულია მოსეირნე ხალხით.ადამიანები ეროვნულ სამოსს იცმევენ და მღერიან. საშობაო მესსის (წირვის) დაწყებამდე ტაძრის შესასვლელთან ტრადიციულად უამრავი ხალხი იკრიბება. ადამიანები ერთმანეთს ჩაკიდებენ ხელს და ყველანი ერთად ცეკვავენ. თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად სთვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს საშობაო საჩუქრის გაკეთებას. „ჩუქების სურვილი (სული)“ - უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მთელ ქვეყანაში გრანდიოზული საშობაო ბაზრობები იმართება. 23-24 დეკემბერს ტრადიციულად ტარდება საშობაო ლატარეა El Gordo, რომელიც 1818 წლიდანაა ცნობილი (მაშინ 17 ათასი ბილეთი გაიყიდა და პრემია 50 000 პისეტს შეადგენდა). 1996 წელს საოცნებო ბილეთი 30 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. 2003 წელს კი ჯეკ- პოტმა-300 მილიონ ევროს მიაღწია. ესპანელებისთვის საშობაო დღესასწაულების მთავარ დღეს- 6 იანვარი, ანუ სამი მოგვის დღესასწაული, ხოლო მთავარ კერძს (ჩვენი გოზინაყივით)- თაფლიანი ნიგოზი წარმოადგენს.
ესპანეთის ყველა რეგიონს საშობაო სუფრის საკუთარი მენიუ გააჩნია. სამხრეთში- მრავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ინდაურია, ცენტრალურ ნაწილში- გოჭი ან ბატკანია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში- ძირითადად გველთევზაა.




      ახალი წლის ტრადიცია - ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები იკრიბებიან კოცონთან და „კენჭს“ იყრიან. ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუთარ სახელებს, შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცელს. ვის სახელსაც ამოიღებენ ახალგაზრდები, იმასთან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.


      სააღდგომო ტრადიცია - ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა, სადაც პატარა ბიჭებს პალმის რტოები უჭირავთ, ხოლო გოგონები ტკბილეულით არიან მორთულნი. წესისამებრ, მღვდელმსახური ამ ბავშვებს ლოცავს.










კულტურა


   ფლამენკო 
    ფლამენკო (ესპანურად-Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჯანრი, რომელიც წარმოიშვა ანდალუზიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან  XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.









კორიდა

ეკონომიკა


დემოგრაფია


   სამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ჩენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში.                                                                            


  • მოსახლეობა : 40.2 მლნ (2003), მათ შორის 69% ესპანელები; 18% კატალონიელები; 8% გალისიელები; 2% ბასკები;       
  • ენები : ესპანური(74%); კატალონიური(17%); გალისიური(7%); ბასკური(2%);                                                                                                                                 
  • რელიგია : კათოლიციზმი.
  • სიმჭიდროვე : 88 კაცი კვ. კმ-ზე (2006წ.)
  • ქალაქები (ათ) :  მადრიდი-(3.169, აგლომ.-5.130);  ბარსელონა-(1.528, აგლომ.-3.889); ვალენსია-(741, აგლომ.-1.407); სევილია-( 679, აგლომ.-1.141); სარაგოსა-(636); მალაგა-(518, აგლომ.-753); მურსია-(394); ლას-პალმასი-(348); ბილბაო-(343, აგლომ.-880).

სახელმწიფო წყობილება

  • პოლიტიკური სისტემა : კონსტიტუციური  მონარქია.  
  • სახელმწიფოს მეთაური : ხუან კარლოს I ( Juan Carlos I, 1975 ).                                                                                
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.                                                                                                      
  • საკანონმდებლო ორგანო : გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).                                                                                                                                
  • ეროვნული დღესასწაული : 12 ოქტომბერი-ესპანელი ერის დღე                                                                
  • ადმინისტრაციული დაყოფა : ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია; არაგონი; ასტურია; ბალეარის კუნძულები; ბასკეთი; გალისია; ესტრემადურა; ვალენსია; კანარის კუნძულები; კანტაბრია; კასტილია-ლა მანჩა; კასტილია და ლეონი; კატალონია;     ლა რიოხა; მადრიდი; მურსია; ნავარა; აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) -სეუტა და მელილია.  
  • დედაქალაქი : მადრიდი                                                                                                                                                
  • ფულადი ერთეული : ევრო                                                                                                                                   
  • სახელმწიფო ენა : ესპანური                                                                                                                                                        

ბუნება

                                                         ფლორა და ფაუნა

Friday, February 1, 2013

გეოგრაფიული მდებარეობა


     ესპანეთი დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. ჩრდილოეთით ესაძღვრება საფრანგეთსა და ანდორას, დასავლეთით პორტუგალიას, სამხრეთით კი გიბრალტარის სრუტით გამოყოფილია აფრიკისგან. ესპანეთს ეკუთვნის შემდეგი კუნძულები: ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვაში ბალეარის კუნძულები. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით ( მაღ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).  ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი ხასიათდება რბილი ხანმოკლე ზამთრით და მშრალი ცხელი ზაფხულით.  ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.  ესპანეთი შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90%-ს შეადგენს. ქვეყნის 1/2 მესეტის მთაგრეხილს უჭირავს. ტერიტორიის დარჩენილი 10% უკავია ანდალუზიის დაბლობს, არაგონის დაბლობს და კიდევ რამდენიმე პატარა დაბლობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის სანაპიროები მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით.
  • ესპანეთის-ფართობი:-504.782-კვ.კმ.
  • გეოგრაფიული რაიონები :    ცენტრალური      ესპანეთი    (el Centro)       მესეტის პლატოთი,   ჩრდილოეთი  (el Norte),  აღმოსავლეთი  ( el  Este)  ხმელთაშუა   ზღვის სანაპირო  ზოლში,  სამხრეთი  (el Sur)  ხმელთაშუა   ზღვასა და ატლანტის  ოკეანეს შორის მოქცეული არე. 
  • მთათა სისტემები : პირენეები, სიერა-მორენა,  იბერიისა და კანტაბრიის  მთები. 
  • უმაღლესი მწვერვალები (მ) : პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404;
  •  მთავარი მდინარეები (კმ) : ებრო 910;  ტახო (ტეჯუ)  790 (სულ 1.007);   გვადიანა 778; დუერო 700 (სულ 895); გვადალკვივირი 657;
  • უდიდესი ტბა :  ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური);
  •  მთ. კუნძულები (კვ.კმ) : კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034; ფუენტევენტურა 1.660; დიდი კანარი 1.560; ლანზაროტე 846; ლა-პალმა 708;) ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640).
  • ბუნებრივი რესურსები : ქვანახშირი;  რკინის მადანი; ურანი; ვერცხლისწყალი; პირიტი; თაბაშირი; თუთია; ტყვია; ვოლფრამი; სპილენძი; ჰიდროენერგია; სასოფლო-სამეურნეო მიწები.      

                                                                              

ისტორია


  ესპანეთის ისტორია რამდენიმე ათეულ საუკუნეებს მოითვლის. სიტყვა ესპანეთი                                    ფინიკიური წარმოშობისაა. რომაელები ამ სიტყვას მრავლობით რიცხვში იყენებდნენ                           (Hispaniae) და ამ ტერმინში მთელს პირენეის ნახევარკუნძულს გულისხმობდნენ.      მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა                                  მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვე-                             ყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რის შემდეგაც აღდგენილ იქნა მონარქია.1986 წელს ქვეყანა ვროკავშირის წევრი გახდა. 

ესპანეთის მმართველები:                                                                       
  • 1875-1885 : ბურბონების სახლი(ალფონსო XII)
  • 1885-1886 : ბურბონების სახლი(მარია დე-ლას მერსედესი)
  • 1886-1931 : ბურბონების სახლი(ალფონსო XIII )  
  • 1931-1939 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა 
  • 1939-1975 : ფრანკოს დიქტატურა
  • 1975-დღემდე : ბურბონების სახლი(ხუან კარლოს I )  
                                                                                                                                                              
         1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ  ესპანეთში  აღსდგა  კონსტიტუციური მონარქია. მეფე გახდა ფრანკოს მიერ მემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს I. 1976 წელს შემოიღეს საპარლამენტო სისტემა, ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური                                 პარტიები, პროფკავშირები. 1977 წელს დაიშალა მმართველი პარტია ესპანური ფალა-                                 ნგა. 1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია. კატალო-                                                     ნიამ, ბასკეთმა და გალისიამ მიიღეს ავტონომიის სტატუსი.  1982 წელს  ესპანეთი                                      გახდა ნატოს წევრი. ამავე წლიდან ესპანეთის  მთავრობას  მართავდა  სოციალის-                                     ტური მუშათა პარტია, 1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა (სახალხო                                       პარტია და დამოუკიდებელი მინისტრები).  1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი.  1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ მინისტრია ხოსე მარია ასნარი.                                                           2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებსი კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია. ასნარმა შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2004 წლის 11 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდში მოხდა ტერაქტი. 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247-მა მიიღო სხეულის დაზიანება.  2004 წლის 14 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მოქმედი პრემიერ მინისტრის პარტია.  გაიმარჯვა სოციალისტურმა პარტიამ,  პრემიერის პოსტი  კი დაიკავა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ.  2005 წლის 28 აპრილს ესპანეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირის კონსტიტუციის რატიფიცირება.